სტატიები

კანდიდატად “პოლის” ჯოხიც რომ დაგვიყენონ, მხარს დავუჭერ – ინტერვიუ თამაზ შიოშვილთან

ყოფილი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი „ქართული ოცნების“ გორის ოფისის აღმასრულებელი მდივანი გახდა, მოგვიანებით კი, ის გორის მერმა მოადგილედაც დანიშნა. 

მიხეილ გოგინაშვილი ხელმძღვანელობდა შტაბს და აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში. რატომ მოხდა მისი ჩანაცვლება და საერთოდ რა ხდება დღეს გორის ოფისში?

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გუბერნატორად დაინიშნა ვალერიან მჭედლიძე, რომელთანაც მე ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და მინდა გითხრათ, ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგი გორელია, რომელსაც კარგი სამეგობრო წრე ჰყავს გორში, მე მას ვიცნობ, როგორც წესიერ და პატიოსან ადამიანს და მას მერე, რაც ის დაინიშნა, გვქონდა შეხვედრა, კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის, ვისაუბრეთ. მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით, ერთად დავდგომოდით ქალაქის მოსახლეობას მხარში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, გამიწია მან რეკომენდაცია და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი დანიშვნის შესახებ.

უშუალოდ ბატონი ვალერიანისგან იყოს ეს შემოთავაზება თუ სხვა პიროვნებებიც ფიგურირებდნენ?

ზოგადად მოგეხსენებათ 2012 წელს ქართული ოცნების კოალიციაში ვიყავი და ყველასთან კარგი  ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გუბერნატორმა წამოწია ჩემი საკითხი და რა თქმა უნდა, მერე უკვე  მმართველმა გუნდმა მხარი დამიჭირა.

გვახსოვს 2020 წლის არჩევნები. ამ პერიოდში თუ იყავით ჩართული „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად? 2018 წლის არჩევნებიც გვახსოვს, სადაც არ ჩანდით. ამ პერიოდში სად იყავით და რატომ გახდა მაინცდმაიანც ახლა თქვენი აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა აუცილებელი?

ფაქტიურად მე როდესაც 2016 წელს კანდიდატურა მოვიხსენი, იმის მერე პოლიტიკასთან შეხება აღარ მქონია. 2020 წელს აც შეეხება, მე საერთოდ არ ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესებში. რა თქმა უნდა, ჩამოვედი და არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მაშინ ძირითადად იყო გიორგი ხოჯევანიშვილის გუნდი. ეგ იყო მაჟორიტარი და ესე გადაწყვიტეს მათ, რომ მე არ ვიყავი საჭირო. აქედან გამომდინარე, ესე მოხდა და ძალით ხომ არ დავიწყებდი, გინდა თუ არა დამიხმარეთ-მეთქი.

თქვენგან ელიან, რომ “ქართული ოცნების” გორის ოფისი უნდა გააძლიეროთ. რა მიზნები და გეგმები გაქვთ?

მე მარტო არ ვარ. აქ არიან გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, ყოფილი დეპუტატი თემურ ხუბულური, საკრებულოს თავმდჯომარე დავით რაზმაძე, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. ძალიან კარგი და საინტერესო გუნდი შეიკვრება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ერთიანი ძლიერი გუნდი ვიყოთ. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

იგივე მოლოდინი აქვს თავის გუნდზე გიორგი ხოჯევანიშვილსაც..

ბოლო წლებში, ის ერთპიროვნულად წყვეტდა გორში რიგ საკითხებს. როცა ის გუბერნატორი იყო და მისი ძმა სუსის უფროსის მოადგილე, თავად ალაგებდა ყველაფერს რეგიონში. როდესაც შენი ნათლიმირონია შსს მინისტრის მოადგილე, როდესაც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შენი დანიშნულია, ისევე როგორც სუსის უფროსი შიდა ქართლში, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ძალაუფლებაა. რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაალაგეს. ის ადამიანები კი, რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ერთგული ამომრჩევლები, რომლებმაც იბრძოლეს 2012 წელს, ოჯახებიც კი გაწირეს, სამსახურები და ბიზნესები დაკარგეს, ერთი ხელის მოსმით გაწიეს გვერდზე. ეს არ არის სწორი.

რატომ საუბრობთ ამ ყველაფერზე ახლა, როდესაც გიორგი ხოჯევანიშვილი თქვენი გუნდიდან წავიდა. რატომ არავინ საუბრობდა ამაზე აქამდე?

ეს არის გუნდური მომენტი. იმ მომენტში, ხოჯევანიშვილი წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. იმ ადამიანებს, ვინც მან მოიყანა პარტიაში, მმართველ გუდთან არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. გიორგი რომ წავიდა პარტიიდან, რა თქმა უნდა, ისინიც გაყვებოდნენ. ვინ რატომ არ ამოიღო ამაზე ხმა, ეს ალბათ მათ უნდა კითხოთ.

ანუ გამოდის რომ ახლა „ოცნების“ გორის ოფისში იმ სახლში დარჩენილი მხარდამჭერების შემოყვანა ხდება და გამარჯვებისთვის მათი იმედი აქვს გორში „ქართულ ოცნებას“?

ისინიც შემოვლენ. ახლებსაც დავამატებთ. აქ 100%-იანი ცვლილება არ იქნება. შესაძლოა, ზოგიერთ უბანზე ზონის კოორდინატორები და აგიტატორები შევცვალოთ. ადგილობრივი ოფისის განალხება მოხდება. ადამიანები, რომლებიც წლებია „ოცნებისთვის“ მუშაობენ, იმათ მე რა უფლებით უნდა შევეხო. პირიქით მათ გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ.

2016 წლის საპარალემტნო არჩევნებზეც მსგავსი შემართებით იყავით ჩართული საარჩევნო პროცესში, რა დროსაც „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით ალასანიას გუნდის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი იყავით გორში, რატომ მოიხსენით მაშინ კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე?

ირაკლი ალასანია ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო პიროვნება, რომლის გამოც ნებისმიერ რამეზე ვიყავი წამსვლელი. სულ სხვა მოლოდინი მქონდა და სხვა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ირაკლიმ მაშინ მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც მე ძალიან დამწყვიტა გული. მე ვინც მიცნობს, ეცოდინება, რომ თამაზ შიოშვილი გარიგებაში არავისთან არ შედის, არავის არ უღალატებს და ვერც ვერავინ შეაშინებს. მე მაშინ სახლში წავედი და არა ვინმეს გუნდს შევუერთდი. მე ირაკლი დამელაპარაკა, ამიხსნა, რომ რაღაცეები აღარ გამოდიოდა, ამ მიზეზის გამო და მეწყინა სიმართლე გითხრათ.

გვითხარით ასეთი რა გადაწყვეტილება იყო? რა აღმოჩნდა თქვენთვის მიუღებელი, რის საფუძველზეც პარტია დატოვეთ?

მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვტილება, რაც ჩემთვის ჩემი ოჯახისთვის იყო დამაზიანებელი, როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად. პარტიულ სიაში უნდა ვყოფილიყავი ვიცოდი და უნდა მქონოდა ის, ეს… ეს რომ აღარ გამოვიდა, სხვანაირად შემექმნა პრობლემები. პირდაპირ გეტყვით, მაშინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში შევიდა, სიცრუეა. არც ირაკლი ალასანიას და არც არავის ამ პარტიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თორე მაშინვე დაიშლებოდა გუნდი. მე მთელი 9 თვე მას შემდეგ უმუშევარი ვიყავი. ვიცე-მერადაც რომ დავინიშნე, ვიქტორ დოლიძეს ვთხოვე და მან გამიწია რეკომენდაცია, ესაუბრა კახი კალაძეს, მაშინდელ პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს და ისევ მათგან წამოვიდა ინიციატივა და დაელაპარაკნენ მაშინდელ მერს, ზურა ჯირკველიშვილს და წინააღმდეგი აღარ წავიდა ბატონი ზურა და ასე დავინიშნე მის მოადგილედ.

გიორგი ხოჯევანიშვილის დეპუტატობაზე რას ფიქრობთ? მიგაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ გარეშე ის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა? ისიც რომ გავითვალისწინოთ, რომ პარტიაზე მეტი ხმა მოიპოვა გორი-კასპის ოლქში?

რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნების“ გარეშე. ის პროექტები, რითიც ხალხს თავი გააცნო, საიდან გამოიყენა?იცით რამდენი კარგი ბიჭია სახლში? ჩემზე მეტად კარგი, გიორგიზე კარგი. მაგრამ არ ეძლევათ მათ საშუალება. მან კი გუბერნატორად დანიშვნის დღიდან პიარზე დაიწყო მუშაობა, რომ შემდეგ კანდიდატად განეხილათ. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. იმიტომ აიღო ის ხმებიც. ახლა წარმოიდგინეთ ქუჩიდან მოსულიყო და დამდგარიყო კანდიდატად, რამდენ ხმას აიღებდა.

მოახლოებულ არჩევნებზე რას ფიქრობთ? გახარიას გუნდს რა შანები აქვს გორში?

“გახარიას გარემოცვას თუ გადახედავთ, გორში ყველაზე ძლიერი გუნდი ყავთ. მისი მარჯვენა ხელი იყო სუსის უფროსის მოადგილე, მეორე იყო შსს მინისტრის მოადგილე, გუბერნატორი მთელი რესურსით და ისე დაალაგეს ამ ხნის განმავლობაში, რომ რა თქმა უნდა, რესურსი აქვთ გორში, მაგრამ მათ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი აჯობებთ. გორში შეიძლება რაღაც კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მეორე ადგილზე ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა „ქართული ოცნების“ შემდეგ.”

თქვენ სად წარმოგიდგენიათ თავი ამ არჩევნების შემდეგ?

სადაც გუნდი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მე გუბერნატორს ურთიერთობიდან გამომდინარე, სიამოვნებით დავუდექი მხარში და „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად რომ დააყენოს პოლის ჯოხიც, მასაც დავუჭერ მხარს.

მათ შორის საკრებულოს დეპუტატობასაც დათახმდებით ყოფილი პარლამენტარი?

არა საკრებულოს წევრი არ ვიქნები. ივლისის ბოლოს უკვე გვეცოდინება კანდიდატის ვინაობა და ერთმანეთის მხარში დგომით ჩვენ ისევ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებსაც.

მთავარ კონკურენდად ვის მიიჩნევთ?

ვენ არ უნდა მოვდუნდეთ. არ გაომვრიცხავ, რომ თუ მეორე ტური იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ გახარიას გუნდიც შეუერთდეს. რა გასაკვირია, 80% ნაციონალური მოძრაობიდან არიან. გამოჩნდებიან კიდევ ალბათ სხვა პარტიებიც. ყველას მივიჩნევთ კონკურენტად და მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესო შედეგი დავდოთ და პირველივე ტურში დავასრულოთ ეს არჩევნები.

დატოვეთ კომენტარი